20 ივნისი, 17:13
ლიფტი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ზოგჯერ დენის გათიშვის, ანდა სხვა მიზეზების გამო ლიფტი ჩერდება და ვინც ერთხელ მაინც გაჭედილა ლიფტში, იქნება ეს ძველი საბჭოთა დროის, თუ ახალი, ბუნებრივია პანიკის გრძნობა დაეუფლებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია პანიკის გრძნობა როცა ლიფტში ხარ გაჭედილი, მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები. ამ ბლოგ-პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე პრაქტიკულ ნაბიჯს, რათა დაიცვათ თქვენი უსაფრთხოება და კომფორტის გრძნობა ტექნიკური დახმარების მოსვლამდე.
თუმცა, სანამ რჩევებზე და რეკომენდაციებზე გადავიდოდეთ, ვთვლით საჭიროა იცოდეთ საქართველოში არსებული რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც 2013 წელს დამტკიცდა და ის ლიფტის მფლობელ კომპანიებს კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს:
ლიფტის მფლობელი, საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია უზრუნველყოს ლიფტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყოველ მესამე წელს.
ლიფტი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. ამხანაგობა ვალდებულია 3 წელიწადში ერთხელ ჩაუტაროს ლიფტს ტექნიკური ინსპექტირება. თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ლიფტი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჭიროებს სარემონტო სამუშაოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია ისარგებლოს თბილისის მერიის რაიონების ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“.
ამისათვის საჭიროა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის რაიონულ გამგეობას (განცხადებას თან უნდა ერთვოდეს აკრედიტირებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნა)
გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას აკრედიტირებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნის, ამხანაგობის პრიორიტეტებისა და არსებული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის რაიონულ გამგეობას.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შენობაში განთავსებული ლიფტი სახიფათოა, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ლიფტის კომპანიას ან – ძველი ლიფტის შემთხვევაში – თბილისის მერიას.
თუ ეძებ ლიფტების მომსახურე კომპანიას, ან გჭირდება ლიფტების ინსტალაცია მაშინ შეავსე ფორმა და ჩვენ სულ მალე დაგიკავშირდებით:
მეტის გასაგებად, გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს სტატიას:
ლიფტის უსაფრთხოება 101: რჩევები უსაფრთხოდ მგზავრობისთვის 20 აპრილი, 13:45 ლიფტით უსაფრთხოდ მგზავრობის წესები და…
თანამედროვე და უსაფრთხო ლიფტების მომსახურებას თქვენი კომფორტული მგზავრობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. 14 წლიანი გამოცდილების გუნდი თქვენს სამსახურში.
უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია
© 2017 - 2024 შ.პ.ს. ,,ლ.ს.". ყველა უფლება დაცულია.
საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად და ვებ გვერდის სწორად ფუნქციონირებისათვის, ვიყენებთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქუქი მოწყობილობის ინფორმაციის შენახვა და/ან წვდომა.