მითია თუ რეალობა: ის რაც უნდა იცოდე ლიფტების შესახებ

11 აგვისტო, 19:00

myths vs reality

ლიფტები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია სამსახურში, კორპუსში ან სასტუმროში. თუმცა, მათთან ერთად გავრცელდა უამრავი მითი და ურბანული ლეგენდა. ამ ბლოგში ჩვენ შევეცდებით დავამსხვრიოთ ყველაზე გავრცელებული ცრუ წარმოდგენები ლიფტების შესახებ.

მითი №1: თუ ბაგირი გაწყდა, ლიფტი შახტაში ჩავარდება

რეალობა: თანამედროვე ლიფტებს აქვთ რამდენიმე ფოლადის ბაგირი. ერთის გაწყვეტის შემთხვევაშიც კი, დანარჩენები ინარჩუნებენ კაბინას. გარდა ამისა, არსებობს ავარიული დამუხრუჭების სისტემა, რომელიც ავტომატურად აჩერებს ლიფტს. ლიფტის თავისუფალი დაცემა შახტაში პრაქტიკულად შეუძლებელია.

მითი №2: “კარის დახურვის” ღილაკზე დაჭერა აჩქარებს კარის დახურვას

რეალობა: თანამედროვე ლიფტებში, განსაკუთრებით საზოგადოებრივ შენობებში, ეს ღილაკი ხშირად გამორთულია და არ მუშაობს უსაფრთხოების და ხელმისაწვდომობის წესების გამო. კარი იხურება ავტომატურად წინასწარ დადგენილი გარკვეული დროის შემდეგ.

მითი №3: თუ ლიფტი გაჩერდება, შეიძლება ჰაერი გათავდეს კაბინაში

რეალობა: ლიფტის კაბინები ჰერმეტულად დალუქული არ არის. ყველა ლიფტი ვენტილირებულია ისე, რომ ჰაერი მუდმივად ცირკულირებდეს. ასე რომ, თუ ლიფტში გაიჭედებით არ გაიგუდებით ჰაერის უკმარისობისგან. უბრალოდ დარეკეთ თქვენი ლიფტების მომსახურე კომპანიის ცხელ ხაზზე და დაელოდეთ ტექნიკოსთა მოსვლას.

მითი №3: ლიფტში ხტომამ შეიძლება ავარია გამოიწვიოს

რეალობა: ხტომამ შეიძლება შეარყიოს სისტემა ან გააქტიუროს სენსორები, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ლიფტის ჩავარდნას. თუმცა, რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება ლიფტში არსებული მექანიზმი დროებით გაითიშოს.

მითი №5: ლიფტები დიდ ენერგიას მოიხმარენ და არ არის ეკომეგობრული

რეალობა: თანამედროვე ლიფტები უფრო და უფრო ენერგოეფექტიანი ხდება. ისინი იყენებენ LED განათებას, სმარტ-რეჟიმებს და ზოგჯერ ელექტროენერგიასაც კი აბრუნებენ ქსელში ლიფტის ქვემოთ სართულებზე ჩამოსვლის დროს.

მითი №6: თუ ლიფტი კარგად მუშაობს, ყოველთვიური სერვისი საჭირო არ არის

რეალობა: ვიზუალურად შეიძლება ლიფტი გამართულად მუშაობდეს, მაგრამ შიდა კომპონენტები დროთა განმავლობაში ცვდება. რეგულარული პროფილაქტიკური მომსახურება აუცილებელია, რათა აიცილოთ ავარია და უზრუნველყოთ უსაფრთხოება.

მითი №7: შესაძლებელია ლიფტის ჭერის კარიდან გაქცევა

რეალობა: ლიფტის ჭერის კარი მხოლოდ საგანგებო სამსახურებისთვისაა განკუთვნილი და შიგნიდან არ იხსნება. მცდელობა ლიფტიდან თავი დააღწიოთ საშიშია. დარჩით შიგნით და დაელოდეთ დახმარებას.

მითი №8: ხანძრის დროს ლიფტით სარგებლობა შეიძლება

რეალობა: ხანძრის დროს ლიფტის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის სპეციალურად ხანძარმედეგია. გამოიყენეთ კიბე და მიჰყევით შენობის ევაკუაციის გეგმას.

უმეტესობა იმ შიშებისა, რაც ლიფტებზე არსებობს, არის მდარი წარმოდგენები ან ფილმების გავლენა. სინამდვილეში, ლიფტები ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის სახეა. მთავარია შესაბამისი მოვლა, ინფორმირებულობა და წესების დაცვა.

გააზიარეთ:

თუ ეძებ ლიფტების მომსახურე კომპანიას, ან გჭირდება ლიფტების ინსტალაცია მაშინ შეავსე ფორმა და ჩვენ სულ მალე დაგიკავშირდებით: 

დაგვიკავშირდით

მაგნიტური ლევიტაცია: ლიფტების ახალი ეპოქა